საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-03
თარიღი 11:30 სთ
მისამართი თსუ, II კორპუსი, № 119 აუდიტორია

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ა/წ 3 ოქტომბერს, სამშაბათს, 11:30 საათზე, თსუ იურიდიულ ფაკულტეტს ეწვევა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტის (ჰამბურგი, გერმანია) პროფესორი, ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, ჰანზას უმაღლესი რეგიონული სასამართლოს ყოფილი სააპელაციო მოსამართლე, დოქტ. გიუნტერ რაინერი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებლების პასუხისმგებლობა ვაქცინით მიყენებულ ზიანზე“.

 

საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრობითი თარგმანის უზრუნველყოფით. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

მისამართი: თსუ II კორპუსი, 119-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები